საქართველო-თურქეთის მატჩისას მოსალოდნელი უამინდობის გამო, დორტმუნდში, გულშემატკივრისთვის გამოყოფილი საჯარო ზონები დაიხურება

მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებული გაფრთხილების გამო, საქართველო-თურქეთის დაპირისპირებისას, დორტმუნდის ცენტრსა და საქალაქო პარკში, გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ზონები დაიხურება, – ამის შესახებ Associated Press წერს.

“გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა გაფრთხილება დასავლეთ და ცენტრალურ გერმანიაში ძლიერი ჭექა-ქუხილის შესახებ. EURO 2024-ის მასპინძელმა სხვა ქალაქებმაც – კიოლნმა, დიუსელდორფმა და გელზენკირხენმა – ასევე გადაწყვიტეს, გულშემატკივართა საჯარო ზონები დახურონ”, – წერს Associated Press-ი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები