შალვა პაპუაშვილი: პარლამენტში აკრედიტაციის წესზე დეზინფორმაციული კამპანიაა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ევროპული ფონდებიდან ფინანსდებიან, დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს.

„ზიზღის კამპანიის გარდა, რომელიც რადიკალური ოპოზიციისა და ზოგიერთი „ენჯეოს“ მხრიდან წარმოებს, ასევე არის დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც აგრეთვე წარმოებს იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც ფინანსდებიან ევროკავშირის ბიუჯეტიდან. გუშინ მე გამოვეხმაურე ეუთოს მედიის თავისუფლების წარმომადგენელს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ჰქონდა განცხადება პარლამენტში ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების შეჩერებასთან დაკავშირებით. კრიტიკულად გამოეხმაურა ამ ფაქტს. საქმეც იმაშია, რომ მისი გამოხმაურება გამოწვეული იყო იმ დეზინფორმაციული კამპანიით, რომელიც აკრედიტაციის შეჩერების და ზოგადად, აკრედიტაციის წესთან დაკავშირებით წარმოებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან (მედიასაშუალებები, კი ბატონო, შესაძლოა, ამ საქმეში მიკერძოებული და სუბიექტური ხართ), რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან და ევროპული ფონდებიდან ფინანსდებიან. საქართველოს პარლამენტის და აკრედიტაციის წესის, სისტემის მიმართ სწორედ ეს ცილისმწამებლური კამპანია გახდა საფუძველი, რომ ეუთოს წარმომადგენელმაც კი გააკეთა კრიტიკული განცხადება, რაც, რა თქმა უნდა, აცდენილი იყო სიმართლეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები