პაპუაშვილი საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება ბევრნი ჩამოვიდნენ, რათა ქართველი ხალხის არჩევანს დააკვირდნენ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება ბევრნი ჩამოვიდნენ, რათა ქართველი ხალხის არჩევანს დააკვირდნენ.
ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
“26 ოქტომბერს იქნება რეფერენდუმი. გვინდა, ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, თუ ვასალური სახელმწიფო, როგორც ეს უნდა რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყნის ბედზე, მის მოწყობაზე, მის ინსტიტუტებზე გადაწყვეტილებას იღებდეს ქართველი ხალხი, თუ გვინდა რომ გადაწყვეტილებებს იღებდნენ გარედან? ოპოზიცია გვთავაზობს, რომ სისტემა გარედან რას გვეტყვიან იმაზე იყოს, იმისთვის, რომ კომფორტში ამყოფონ საკუთარი მფარველები გარეთ, ხოლო ჩვენ ვამბობთ, რომ რასაც იტყვის ქართველი ხალხი, ისე იქნება ამ ქვეყანაში”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.