“ეს ხალხი ხელისუფლებაში თუ მოვიდა, მთელს საქართველოს მოუწყობს ეგზეკუციას, როგორც ეს მოაწყვეს 2003 წელს, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში” – პაპუაშვილი

“ეს ხალხი ხელისუფლებაში თუ მოვიდა, მთელს საქართველოს მოუწყობს ეგზეკუციას, როგორც ეს მოაწყვეს 2003 წელს, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.

პაპუაშვილის თქმით, “საქმე გვაქვს ძალასთან, “ნაციონალური მოძრაობის” ფილოსოფიის მატარებელ ხალხთან, რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს ადამიანის ღირსება”.

“რომლისთვისაც არაფერს ნიშნავს ქართველი ხალხი, სახელმწიფო ინსტიტუტები.

ეს არის ძალა, რომელიც არის სრულად მარიონეტი გარე ძალებისა და მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იყო 2003 წელს იყო მოშლა სახელმწიფო ქსოვილისა და ამით დაიწყეს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ჩარეცხვა. გარიყვა. ზუსტად ამას აკეთებენ დღეს ოპოზიციაში”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები