პაპუაშვილი მიმართავს ევროკავშირის წარმომადგენლობას, შეისწავლოს შემთხვევები, როცა ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები დაკავებულები არიან მუქარით, ტერორით

“მე კიდევ ერთხელ მივმართავ ევროკავშირის წარმომადგენლობას – როგორც საქართველოში, ისე, ზოგადად, ევროკომისიას, შეისწავლოს ის შემთხვევები, როდესაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები და მათი თანამშრომლები დაკავებულები არიან მუქარით, ტერორით, დაშინებით, ტელეფონზე რეკვით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველას კიდევ ერთხელ შეახსენებს ფაქტებს, რომ “ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული, JAMnews-ის ჟურნალისტი კეფაში ტყვიით ემუქრება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობების პირებს”.

“სირცხვილიას” წევრები ურეკავდნენ პოლიტიკური თანამდებობების პირებს, ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ და ა.შ.”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები