საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, ქვეყნის ინტერესებს. ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებთ, ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით და რა კარნახიც მოსდის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, როდის რა გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი, ზუსტად ისე იქცევა, – ამის შესახებ
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან დაკავშირებით განუცხადა.
“არის ცალკეული საკითხები, რომელსაც ვატყობთ, რომ როცა პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს ხოლმე, თუმცა როცა სახელმწიფოებრივი საკითხებია, ამ მხრივ არანაირი პასუხი არ არის მისი მხრიდან. ეს ერთის მხრივ ძალიან სამწუხაროა, თუმცა მეორეს მხრივ, გასაგებია, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც გადააბიჯა კონსტიტუციას, ქვეყნის ინტერესებს. ბოლო პერიოდში რასაც ვუყურებთ, ის სრულად მოქმედებს გარედან კარნახით და რა კარნახიც მოსდის ამა, თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, როდის რა გააკეთოს, როდის რას მოაწეროს ხელი, ზუსტად ისე იქცევა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.