“მე და პრემიერმა მივმართეთ ზურაბიშვილს საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოების წერილით და პასუხი არ მიგვიღია” – პაპუაშვილი
“როგორც მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ 4 აპრილს მე და პრემიერ-მინისტრმა მივმართეთ სალომე ზურაბიშვილს ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრებისა და სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობის ღირსების ორდენით დაჯილდოების წერილით და დღემდე ჩვენ არ გვაქვს მისი პასუხი და ხელმოწერა ამ დოკუმენტზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
პაპუაშვილის შეფასებით, ეს ფაქტი სამწუხაროა.
“საბოლოოდ, ეს აჩვენებს მის სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ.
არის ცალკეული საკითხები, რომლებსაც ვამჩნევთ, რომ როდესაც პიარულად სჭირდება, მაშინ აკეთებს, თუმცა, როდესაც სახელმწიფოებრივი საკითხებია, ვხედავთ, რომ ამ მხრივ მისი მხრიდან პასუხები არ არის”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.