“განათლების სფერო არის სექტორი, რომელზეც ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული” – თალაკვაძე

“განათლების სფერო არის ის სექტორი, რომელზეც ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება არის მნიშვნელოვნად დამოკიდებული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.

“იქნება საუბარი გაწეულ სამუშაოებზე, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ სამომავლო გეგმები; რეფორმები, რომლებიც დაგეგმილია. მინისტრი, გიორგი ამილახვარი არის განათლების სფეროში ძალიან გამოცდილი კადრი, მას აქვა სრული პოლიტიკური მხარდაჭერა ყველა იმ რეფორმისთვის, რომელიც ჩვენს განათლების სექტორს დაეხმარება”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

დღეს პარლამენტში, ე.წ. მინისტრის საათის ფორმატში. განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები