ირაკლი ქადაგიშვილი: „ნაცმოძრაობა“ ღრმა კრიზისის ქვეშაა, მათი გადაადგილება არის ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე
„ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა კრიზისის ქვეშაა, მხოლოდ საგარეო განცხადებებით არსებობენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„მათ არც ქარტია შველით, არც უცხოური განცხადებები, რაც მათი ერთადერთი მკვებავი წყაროა. ისინი ვერ გაერთიანდებიან და ცალ-ცალკე მოუწევთ გამოსვლა. სხვა სურათი არც ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში იქნებოდა, რადგან მათი უმეტესობა პოლიტიკაში პირადი მიზნებითაა და არა ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.