“ძალიან დიდი ფინანსური ნაკადები მიემართება საქართველოში, სხვადასხვა შეფარული სათაურით, ლგბტ პროპაგანდისთვის” – ოდიშარია
“ეს კანონი ცდილობს, რომ რამენაირად დაიცვას მცირეწლოვანთა უფლებები, ოჯახური სიწმინდე და ღირებულებები”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა.
“ძალიან დიდი ფინანსური ნაკადები მიემართება საქართველოში, სხვადასხვა შეფარული სათაურით, სწორედ ლგბტ პროპაგანდისთვის. მათ ორიენტაციას არავინ ეხება, ჩვენ მორალური პოლიციის შექმნას არც ხელისუფლების და არც საზოგადოებრივ დონეზე არ დავუშვებთ. ადამიანის უფლებები იქნება დაცული უმაღლესი სტანდარტით, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ და მკაცრად აღვკვეთთ პროპაგანდის ყველა ცდას”, – აღნიშნა ოდიშარიამ.