5 მიზეზი, თუ რატომ უნდა გახდეთ ჟვანიას სკოლის მსმენელი

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საქართველოში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება ეთნიკური უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული პირების, მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისა და საჯარო მოხელეების გადამზადებას. ჟვანიას სკოლაში მსმენელები ეუფლებიან სახელმწიფო ენას ან იმაღლებენ პროფესიულ კომპეტენციას.

გთავაზობთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა გახდეთ ჟვანიას სკოლის მსმენელი:

მიზეზი #1 – კვალიფიციური კადრები
ჟვანიას სკოლა განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ტრენერების შერჩევას, ზედმიწევნით ამოწმებს მათ პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. კურსებს უძღვებიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგები. მიმდინარეობს საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგი, რაც სკოლას ეხმარება მიწოდებული სერვისის მუდმივ გაუმჯობესებაში. ამასთანავე, ჟვანიას სკოლა განუწყვეტლივ ზრუნავს ტრენერების ზრდა-განვითარებაზე.

მიზეზი #2 – თანამედროვე ინფრასტრუქტურა
სკოლა ბენეფიციარებს სთავაზობს უახლეს სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო სივრცეებს. აუდიტორიები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და იძლევა საგაკვეთილო პროცესის სრულყოფილად წარმართვის საშუალებას.

მიზეზი #3 – მრავალფეროვანი მეთოდოლოგია
ჟვანიას სკოლის ტრენერები სწავლებისას მიმართავენ ევროპაში აპრობირებულ მეთოდებს. მათი სტრატეგია განპირობებულია მსმენელთა სპეციფიკური საჭიროებებით. პედაგოგები აქტიურად იყენებენ:
• პრაქტიკულ დავალებებს;
• გასვლით გაკვეთილებს;
• სწავლების ჰიბრიდულ ფორმატს;
• აუდიო გაკვეთილებს.

მიზეზი #4 – განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოები
ქართული ენის ათვისების გასამარტივებლად სწავლება ხორციელდება მსმენელებზე მორგებული, ექსკლუზიური წიგნებით. ანიშნული სახელმძღვანელოები შეიმუშავა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გუნდმა.

მიზეზი #5 – უფასოდ სწავლის შესაძლებლობა
„სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის კურსს” სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა, სწორედ ამიტომ იგი ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია გადასახადის გარეშე.

გსურთ პროფესიული ცოდნის გაღრმავება და კვალიფიკაციის ამაღლება? დაინტერესდით სახელმწიფო ენის უფასოდ შესწავლით?
მაშინ, დაგვიკავშირდით ელექტრონულ მისამართზე info@zspa.ge
ან დაგვირეკეთ ნომერზე (0431) 232601, (0431) 232600.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები