შალვა პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ, ცხადად, ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა იმით, რომ პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში

,,სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ, ცხადად, ელჩების თანდასწრებით დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა იმით, რომ პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში, მონაწილეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას, მიზნებს, არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს და ა.შ.”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„ეს არის კონსტიტუციის დარღვევა – უკვე მეორე სახის. ახლა საინტერესოა, საერთაშორისო ან თუნდაც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ძალიან მგრძნობიარე არიან ხოლმე სხვადასხვა რესურსის გამოყენება-არგამოყენების საკითხების განხილვაში, აქაც ფართოდ დახუჭული თვალებით შეხედავენ კონსტიტუციის ამ დარღვევას, თუ ვიხილავთ მათგან რეაქციას იმაზე, რომ ეს არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა, როდესაც პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანი ერევა საარჩევნო კამპანიაში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები