„ჩვენ გვახსოვს 27 ელჩის დემარში იუსტიციის მინისტრთან, იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი, წამებული, მას არ უვლიდნენ შესაბამისად და ა.შ. სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა. სად არიან 27 ქვეყნის ელჩები და საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროპარლამენტარები? რატომ არ უხდიან ბოდიშს ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ თავზე გადაახია მათ ეს განცხადებები სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე და მის წამებაზე.
ყველა იტყვის, რომ ყოჩაღად მოიქცა საქართველო. ჩვენ გვახსოვს, მათ შორის. სანქციებთან დაკავშირებული ზეწოლები. თითქოს ჩვენ, რუსეთისთვის სანქციები უნდა დაგვეწესებინა მაშინ, როდესაც ახლა უკვე ბორელმაც აღნიშნა, რომ რუსეთთან მიმართებით სანქციებმა არ გაამართლა. ჩვენ კი ჩამოგვექცეოდა ქვეყანა. ეს ხალხი, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვები, აუცილებლად  დაინახავენ, რომ ჩვენ გავალთ სამშვიდობოს. მშვიდობაც გვექნება, ეკონომიკური წინსვლაც და ევროკავშირშიც ვიქნებით.”- აღნიშნა მაჭარაშვილმა.