ესეც რომ არა, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ამდაგვარი მიდგომა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიმართ შეურაცხმყოფელია, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ოპონენტები, თითქოს დასავლეთის ღირებულებების დაცვით, რუსეთის ინტერესების წისქვილზე ასხამენ წყალს. დღეს იყო ნათელი მაგალითი ამის – თურმე, თუ „გამჭვირვალობის კანონს” მივიღებთ, შესაძლოა, დასავლეთის მხრიდან აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკას ჩრდილი მიადგეს, ანუ იგულისხმება რა – შესაძლოა დასავლეთმა აღიაროს აფხაზეთი და ცხინვალი.
 რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი მსჯელობა, მსგავსი რამის თავში გავლებაც კი წარმოუდგენელია და ამავე დროს არის თავად დასავლელი პარტნიორებისათვის შეურაცხყოფის მიყენება,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.