ელისო ბოლქვაძე – ლევილში მომხდარ ინციდენტზე: დარწმუნებული ვარ, ეს იყო პროვოკაცია, რომელიც აუცილებლად უნდა მოეწყოთ

ლევილის მამულში ფესტივალის ჩაშლა გია უდესიანმა და მისმა დაჯგუფებამ სცადეს. მათ ამის საშუალება საფრანგეთის პოლიციამ არ მისცა. აქტივისტები დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს, როგორც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თავად აცხადებს, თავს დაესხნენ.

„ფესტივალის შემდეგ ველოდებოდით, მანქანა უნდა მოსულიყო და მე და ჩემს მენეჯერს, რომელიც არის ასევე ლევილის მენეჯერი [თავს დაგვესხა] ვინმე უდესიანი, რომელსაც მე არ ვიცნობ და რომელიც ამბობდა, არ გვიშვებთ შატოშიო და მერე უცებ მოვიდა თამარა დემურია, რომელიც ცხოვრობს საფრანგეთში და აქვს რაღაც ასოციაცია, არის ოპოზიციონერი აქტივისტი. რამდენიმე ადამიანი დაგვესხა თავს, ჩვენ ორნი ვიყავით. ადამიანებმა დაიწყეს შემოტევა, რასაც ჰქვია – როგორ აძლევთ ხმას რუსულ კანონს და ა.შ. ისეთი ამბავი იყო ფესტივალის გახსნაზე, რომ პატრიარქის სიმღერის შემდეგ მათ ატეხეს დებოში, მოვიდნენ, რაღაცებს აბრახუნებდნენ, ყვიროდნენ. ეს იყო სამარცხვინო. ლევილის წმინდა ადგილას გააკეთეს მიტინგი და დაგვესხნენ თავს. დარწმუნებული ვარ, ეს იყო პროვოკაცია, რომელიც აუცილებლად უნდა მოეწყოთ“, – განაცხადა ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები