ნინო წილოსანი: მოკლედ, თუკი საკითხი ასე დგას – ქვეყნის ინტერესების დათმობა, ან სანქციები, პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ვამაყობ, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას
პარლამენტის ვიცესპიკერი, ნინო წილოსანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მოკლედ, თუკი საკითხი ასე დგას, ქვეყნის ინტერესების დათმობა, ან სანქციები, პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ვამაყობ, რომ ვემსახურები ჩემს ქვეყანას“, – წერს წილოსანი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.