დიმიტრი ხუნდაძე – ევროკომისარ ვარჰეიზე: როდესაც პრემიერმინისტრს ვიღაც ეუბნება, რომ თუკი ის მოიქცევა ისე, რისთვისაც ფიცომ 5 ტყვია მიიღო, ეს არის მუქარა
„ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული, მათ შორის პრემიერმინისტრის.”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის” გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
დიმიტრი ხუნდაძე ამით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერის მიერ ერთ-ერთი უცხოელი პოლიტიკური ლიდერისგან განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ვარჰეის მიზანი მუქარა არ ყოფილა, მსგავსი ტიპის განცხადება მაინც მუქარად აღიქმება.
„ევროკომისარ ვარჰეისა და საქართველოს პრემიერმინისტრს შორის საუბარი ვარჰეის მხრიდან შესაძლოა, მუქარისთვის არ იყო გამიზნული, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც მუქარად აღიქმება, როდესაც ვიღაც პრემიერმინისტრს ეუბნება, თუკი ის მოიქცევა ისე, რისთვისაც ფიცომ 5 ტყვია მიიღო, რა თქმა უნდა, ეს არის მუქარა.
ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული, მათ შორის, პრემიერმინისტრის”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.