დავით კაჭარავა: მოვლენების ძალიან ცუდ განვითარებას ვხედავთ, რაც მიუღებელია, ოლივერ ვარჰეიმ პირდაპირ აღიარა თავისი სიტყვები, მსგავსი ფაქტების ხსენება არის შანტაჟი და მუქარა

მოვლენების ძალიან ცუდ განვითარებას ვხედავთ, რაც მიუღებელია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.

კაჭარავას თქმით, ევროკომისარმა „ოლივერ ვარჰეიმ აღიარა თავისი სიტყვები“.

„მოვლენების ძალიან ცუდ განვითარებას ვხედავთ, რაც მიუღებელია. ადამიანმა პირდაპირ აღიარა თავისი სიტყვები. მსგავსი ფაქტების ხსენება არის შანტაჟი და მუქარა. ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს იცავს. მისი სიტყვების ციტირებაში ჩანს, რომ აღიარა. ეს ყველაფერი არის თანამედროვე ფაშიზმი – ოჯახის წევრებზე მუქარა, ბავშვების შეურაცხყოფა, ოჯახის წევრების ბიზნესების დაშანტაჟება. ასეთი მეთოდები გვახსოვს, როდის იყო“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა… – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები