ანრი ოხანაშვილი: კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას
კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს და გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე და რთული გამოწვევები.
„კეთილი ინებოს ყველამ და პატივი სცეს ჩვენი ხალხის ნებას. რაც მთავარია, ყველამ გაითავისოს და გაითვალისწინოს, რომ ამ ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე და რთული გამოწვევები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტიანი ოკუპაციის პირობებში და იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რაც ჩვენს გარშემო ხდება“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.