გურამ მაჭარაშვილი: ბოლოს და ბოლოს უკვე ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ყოფილა ცუდი

ბოლოს და ბოლოს უკვე ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ყოფილა ცუდი,- ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა “გამჭვირვალობის კანონის” შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნა. 

„ბოლოში რომ მიეწერა კომისიას – „არა რუსულ კანონს“, აი, ეს იყო შინაარსი. გარდა სამართლებრივი შენიშვნებისა, მთელი პოლიტიკური პროცესი იყო აღწერილი, რაც თავიდან ბოლომდე სცილდება ვენეციის კომისიის კომპეტენციას. ბოლოს და ბოლოს უკვე ვენეციის კომისიასაც კი ათქმევინეს, რომ გამჭვირვალობა ყოფილა ცუდი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ვენეციის კომისიამ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები