ტატო გრიგალაშვილი, ზედიზედ მესამედ, მსოფლიოს ჩემპიონია
აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) გადამწყვეტ ბრძოლამდე ტიმო კაველიუსი (გერმანია), ვედატ ალბაირაკი (თურქეთი), სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი) და იონხვან ლი (სამხრეთ კორეა) დაამარცხა, ხოლო ფინალში ტიმურ არბუზოვს (რუსეთი) აჯობა.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გრიგალაშვილს თავის არეში სისხლი წამოუვიდა, ორჯერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, მაგრამ მაინც მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება.
აღსანიშნავია, რომ ამავე წონით კატეგორიაში მონაწილეობას იღებდა დიმიტრი გოჩილაიძე.
სამწუხაროდ, მედლის გარეშე დარჩა დიმიტრი გოჩილაიძე, რომელმაც მიხაილ ლატიშევს (მოლდოვა), ადრიან სულკას (რუმინეთი), ანტონიო ესპოზიტოს (იტალია) და ბერნდ ფაშინგს (ავსტრია) სძლია, ნახევარფინალი არბუზოვთან, მესამე ადგილისთვის ბრძოლა კი მახმადბეკოვთან დათმო.