ირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფომ იზრუნა, რომ გერმანიის მიმართულებით შესაბამისი რაოდენობის ავიაფრენები განხორციელდეს და ბილეთების რეალიზაცია ხელმისაწვდომ ფასებში მოხდეს

სახელმწიფომ ამ შემთხვევაში იზრუნა, რომ შესაბამისი რაოდენობის როგორც ავიაფრენები განხორციელდეს, ასევე, ბილეთებიც არ იყოს აჟიოტაჟს დაქვემდებარებული და ხელმისაწვდომ ფასებში მოხდეს მათი რეალიზაცია, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნულით იგი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სუბსიდირებული ფრენები დაინიშნება.

„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ნათელი მაგალითია იმის, რომ სახელმწიფო ზრუნავს არა მარტო ამ შემთხვევაში ჩემპიონატთან დაკავშირებულ საკითხებზე, ზოგადად, ყველა პრობლემაზე, რომელიც რეალურია და ქვეყნისთვის საინტერესოა მისი გადაწყვეტა, მთავრობას ყოველთვის პულსზე უჭირავს ხელი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები