არჩილ თალაკვაძე: დაცვის მექანიზმები, რომლებიც სჭირდება ევროპას, სჭირდება ევროკავშირს, სჭირდება საქართველოსაც

,,ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ლოკაციაში მდებარეობს ამიტომ ჩვენ ამ გამოწვევებს შესაბამისად ვპასუხობთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დაცვის მექანიზმები, რომლებიც სჭირდება ევროპას, სჭირდება ევროკავშირს, სჭირდება საქართველოსაც.

„საქართველოს პარლამენტმა მიიღო გამჭვირვალობის შესახებ ისეთი რეგულაციები, როგორიც აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას. ვგულისხმობ გამჭვირვალობის რეესტრებს. დაცვის მექანიზმები, რომლებიც სჭირდება ევროპას, სჭირდება ევროკავშირს, სჭირდება საქართველოსაც“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები