პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან ახალგაზრდები არიან შეკრებილები, მათ მსვლელობით შეუერთდნენ მე-12 კლასელებიც, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტს განათლების სამინისტროსთან აპროტესტებდნენ.

რუსთაველის გამზირზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევს.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღეს.

აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები