რა გჭირდება ჯანსაღი ცხოვრებისთვის

გაზაფხული სწორედ ის პერიოდია, როცა ფრაზა „ვარჯიშს ორშაბათს ვიწყებ“ რეალობად უნდა აქციო და შენი ცხოვრების რუტინაში, ჯანსაღი წესები დაამკვიდრო.

თუ სპორტდარბაზში სიარული და ფიზიკური ვარჯიშები შენთვის სირთულეს წარმოადგენს, ფიზიკური აქტივობისა და ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო იდეა აუზზე სიარულია, სადაც მეგობრებთან ერთად, მხიარული გართობის შესაძლებლობაც გაქვს.

აუზი და ცურვა ნამდვილად, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და ეფექტური საშუალებაა კუნთების გასამაგრებლად და კალორიების დასაწვავად. თუ ცურვაზე რეგულარულად ივლი, აუცილებლად, მიიღებ შესამჩნევ შედეგებს:

  • გაიმკვრივებ სხეულს
  • იქნები უფრო მომხიბვლელი, შეგეცვლება აღნაგობა და სიარულის მანერა
  • გამოგიკეთდება განწყობილება და გაღიზიანდები ძალიან იშვიათად
  • ცურვა აუმჯობესებს ძილს და გეხმარება სტრესთან გამკლავებაში
  • ცურვა იდეალურია გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღისთვისაც

ცურვა და აუზზე სიარული წვავს კალორიებს. სწრაფად ცურვის შემთხვევაში, 800 კალორიამდე დაწვაც შესაძლებელია. სულ რაღაც 40-50 წუთი ცურვით დაწვავ იმდენივე კალორიას, რამდენსაც სირბილით და შენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემაც გაცილებით ნაკლებ ზეწოლას განიცდის.

კიდევ რა უპირატესობა აქვს ცურვას:

  • ზრდის შენს გულისცემას ისე, რომ სხეული არ განიცდის ზეწოლას
  • ტონუსში ხარ და ძალები გემატება
  • შეგიძლია აკვა აერობიკის გაკვეთილებსაც დაესწრო და ვარჯიში გაიმრავალფეროვნო
  • ცურვა ამუშავებს შინაგან ორგანოებსაც და როგორც ზემოთაც ვახსენეთ, გულ-სისხლძარღვთა სისტემაც ვარჯიშდება, ძლიერდება გული და ფილტვები
  • არსებობს კვლევები, რომლის თანახმადაც, ცურვა სისხლის წნევის შემცირებას და სისხლში შაქრის დონის მართვას უწყობს ხელს
  • თუ რაიმე სახის ტრავმა, ართრიტი ან სხვა დაავადებები გაწუხებს ცურვა, ვარჯიშის სხვა სახეობებთან შედარებით, ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა
  • ცურვა ამსუბუქებს ტკივილს და ტრავმის მოშუშებასაც უწყობს ხელს

 აუზზე სიარული ჯობია თუ საუნა?

ჯანსაღი ცხოვრებისთვის, არანაკლებ ეფექტურია საუნა.

მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარობით ფინური საუნა სარგებლობს. ზოგადად, ფინელებს მიაჩნიათ, რომ საუნაში რეგულარული სიარული ჯანმრთელობის საწინდარია. მას აშენებენ ყველგან: სახლებში, ოფისებში, საწარმოებში, სპორტულ დარბაზებში, სასტუმროებში, გემებზე და მიწის ქვეშაც კი. ცხელი ჰაერის აბაზანები მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

  • საუნა გეხმარება მოდუნებასა და რელაქსაციაში
  • კარგად ავარჯიშებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას
  • ღრმად და საფუძვლიანად ასუფთავებს ფორებს

Საუნის მოსაწყობად ნებისმიერი მასალის შეძენა თერმოინდუსტრიაში შეგიძლიათ. კომპანია მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მასალებს სთავაზობს.

არ აქვს მნიშვნელობა აუზს აირჩევ ჯანსაღი ცხოვრებისთვის, საუნას თუ სპორტდარბაზს, მთავარია გახსოვდეს, რომ ახლა შესაფერისი დროა ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად, იზრუნე საკუთარ თავზე და კიდევ უფრო გაიმრავალფეროვნე ცხოვრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები