გიორგი ამილახვარი მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულებას ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა!
ჩემო ძვირფასებო, ყველა მეთორმეტეკლასელს გილოცავთ სკოლის დამთავრებას და ცხოვრების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადასვლას.

წინ უამრავი შესაძლებლობითა და თავგადასავლით სავსე წელი გელით. დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობითა და შემართებით გააგრძელებთ ცოდნის გაღრმავებას.

თქვენ ხართ ის თაობა, რომელიც საქართველოს განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის. მჯერა, თითოეული თქვენგანი სასურველი პროფესიის დაუფლებით, სკოლაში მიღებულ განათლებასა და თქვენს შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და წინსვლას მოახმართ.

კიდევ ერთხელ, მთელი გულით გილოცავთ,
ვულოცავ ჩვენს ღირსეულ მასწავლებლებს, მშობლებს და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე!“- აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები