მათიკაშვილი – გამჭვირვალობის კანონზე: კანონის მიღება უხარიათ და მოსწონთ მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც ის მიიღება, სხვას ეს არ მოსწონს, რადგან კანონი აძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს

თამამად შეგვიძლია, ვთქვათ – გამჭვირვალობის კანონი არანაირად იქნება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის რაიმე წინაღობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„ჩვენ ვეტოს დავძლევთ და კანონს მივიღებთ. ეს კანონი არის ქვეყნის სუვერენიტეტის, მისი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაზე გათვალისწინებული. მინდა კიდევ ვთქვა – ეს კანონი მოქმედებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, კანონის მიღება უხარიათ და მოსწონთ მხოლოდ იმ ქვეყანას, სადაც ეს მიიღება, სხვას ეს არ მოსწონს, რადგან ეს აძლიერებს ქვეყნის სუვერენიტეტს“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები