გივი მიქანაძე: დღეს ვნახეთ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ერთ მუშტად შეკრული, რომელსაც ერთი ძირითადი მიზანი ამოძრავებს – საქართველოს კეთილდღეობა, წინსვლა, ღირსების შენარჩუნება

დღეს ვნახეთ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი წარმოდგენილი, ერთ მუშტად შეკრული, რომელსაც ერთი ძირითადი მიზანი ამოძრავებს – საქართველოს კეთილდღეობა, წინსვლა, ღირსების შენარჩუნება, მშვიდობაზე ორიენტირი და იმ მთავარი ფასეულობების შენარჩუნება, რაც ოჯახის სიწმინდის, ძლიერებით იწყება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, შეუძლებელია ძლიერი სახელმწიფო ძლიერი ოჯახის, სიწმინდის, ტრადიციებისა და კულტურის დაცვის გარეშე, რომელიც ქართული გენისთვის დამახასიათებელია.

„დღეს როგორც დედაქალაქში, ასევე მთელს საქართველოში, ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში გამოვიდა ასობით ათასი ადამიანი, რომელიც პატრიარქის მიერ 10 წლის წინ დაწესებულ ოჯახის სიწმინდის დღეს გამოეხმაურა და ამასთანავე გამოხატა ის პოზიცია, რაც დაკავშირებულია ღმერთის, ოჯახის, ეროვნული ღირებულებების, ფასეულობების დაფასების, მშვიდობისა და ერთიანობისადმი. დღეს ჩვენ ვნახეთ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი წარმოდგენილი, ერთ მუშტად შეკრული, რომელთაც ერთი ძირითადი მიზანი ამოძრავებთ, საქართველოს კეთილდღეობა, წინსვლა, ღირსების შენარჩუნება, მშვიდობაზე ორიენტირი და იმ მთავარი ფასეულობების შენარჩუნება, რაც ოჯახის სიწმინდის, ძლიერებით იწყება. ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ოჯახის, სიწმინდის, ტრადიციების და კულტურის დაცვის გარეშე, რომელიც ქართული გენისთვის დამახასიათებელია, შეუძლებელია. დღეს მთელმა საზოგადოებამ, მსოფლიომ იხილა საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი გამოსული ქუჩაში და ამ დღესასწაულის ფორმატში ერთ მუშტად შეკრული“,- აღნიშნა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები