გიორგი ამილახვარი: მინდა ვისურვო, ყველას ჰქონდეს ოჯახზე დაფუძნებული ღირებულებები, პატრიოტული, ქართული სულისკვეთება, რომელმაც უნდა გააერთიანოს ქვეყანა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ყველაფერი ეს, რამაც ერთობლიობაში საქართველო დღემდე მოიტანა, ქმნის ერთ დიდ ოჯახს. საქართველო, თითოეული ოჯახი ჩვენთვის არის მთავარი ღირებულება. მინდა ვისურვო, რომ ყველას ჰქონდეს ოჯახზე დაფუძნებული ღირებულებები, პატრიოტული, ქართული სულისკვეთება, რომელმაც საბოლოო ჯამში, უნდა გააერთიანოს, გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა და მიგვიყვანოს ყველაზე სასურველ წერტილამდე, რომელიც არის საქართველოს გაერთიანება“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა.