ლევან დავითაშვილი: ყველა ნორმალური ადამიანისთვის ოჯახის ღირებულებას საერთოდ კითხვა არ ესმის, ოჯახის სიწმინდე დასაფასებელია და, უბრალოდ სამწუხაროა, რომ ამას სჭირდება ხოლმე აღნიშვნა და გამოხატვა
ყველა ნორმალური ადამიანისთვის ოჯახის ღირებულებას საერთოდ კითხვა არ ესმის, ოჯახის სიწმინდე დასაფასებელია და, უბრალოდ სამწუხაროა, რომ ამას სჭირდება ხოლმე აღნიშვნა და გამოხატვა, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
“ყველა ნორმალური ადამიანისთვის ოჯახის ღირებულებას საერთოდ კითხვა არ ესმის, ოჯახის სიწმინდე დასაფასებელია და , უბრალოდ სამწუხაროა, რომ ამას სჭირდება ხოლმე აღნიშვნა და გამოხატვა, მაგრამ მე მესმის, რომ ხანდახან ღირებულებების დაცვა, ღირებულებებისთვის ბრძოლა აუცილებელია იმისთვის, რომ ის, რაც მნიშვნელოვანია, ჩვენ შევინარჩუნოთ და დღევანდელი დღეც ამის მაჩვენებელია”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.