ვიქტორ ორბანის პოლიტიკური მრჩეველი: სუვერენიტეტის დაცვა არასასურველი უცხოური ჩარევისგან არის არა საფრთხე, არამედ დემოკრატიის წინაპირობა – სწორედ ამაზეა საუბარი ქართულ კანონში და მისი დაგმობის ნაცვლად ევროკავშირმა, შესაძლოა, უნდა მიბაძოს კიდეც ამ მაგალითს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური მრჩეველი, ბალაშ ორბანი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ გამჭვირვალობის კანონს ეხმიანება.

„ჩვენი განზრახვა არის არა საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“ ვეტოს დადება, არამედ მოწოდება ამგვარი კანონების მიღებისკენ ევროკავშირის ქვეყნებში.

სუვერენიტეტის დაცვა არასასურველი უცხოური ჩარევისგან არის არა საფრთხე, არამედ დემოკრატიის წინაპირობა – სწორედ ამაზეა საუბარი კანონში და მისი დაგმობის ნაცვლად ევროკავშირმა, შესაძლოა, უნდა მიბაძოს კიდეც ამ მაგალითს“, – წერს ორბანი X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები