ილია მეორე: ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა – საქართველო, მიყვარხარ

ქაშვეთის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ოჯახის სიწმინდის დღესთან შეკრებილ მრევლს მიმართა.

„საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი. ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველო, მიყვარხარ“, – აღნიშნა პატრიარქმა.

ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქო დღეს ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს. სასულიერო პირები მრევლთან ერთად, ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მსვლელობებს მოაწყობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები