პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციები გრძელდება.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 14 მაისს მესამე მოსმენით მიიღეს.
აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.
ფოტო – გიორგი შარიმანაშვილი