აშშ-მა რუსეთიდან ურანის იმპორტი აკრძალა – ბაიდენმა კანონს ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის მიერ მიღებულ კანონს მოაწერა ხელი, რომელიც შეერთებულ შტატებში რუსეთიდან დაბალგამდიდრებული ურანის იმპორტს კრძალავს.

ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელდა.

კანონი ძალაში მისი ხელმოწერიდან 90 დღეში შევა. 2028 წლის იანვრამდე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი შეძლებს იმპორტის დაშვებას იმ შემთხვევაში, თუ მიწოდების სხვა წყაროები არ იქნება. აკრძალვა 2040 წლამდე იმოქმედებს.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონს მხარი 2023 წლის დეკემბერში დაუჭირა, სენატმა კი – მაისში.

წლის დასაწყისში აშშ-მა გამოაცხადა, რომ იაპონიასთან, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთსა და კანადასთან ერთად დაბალგამდიდრებული ურანის წარმოებას გეგმავს.

ამჟამად, შეერთებულ შტატებში ურანის მიწოდების წილი 20%-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები