პარლამენტთან პროტესტი გრძელდება – აქციას სტუდენტები მსვლელობით შეუერთდნენ
საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, ცოტა ხნის წინ, მსვლელობით შეუერთდნენ.
პარლამენტთან დამონტაჟებულია სცენა და მიმდინარეობს სიტყვით გამოსვლები.
შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი ხვალ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით კენჭს უყრის.
აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.