ისრაელი იმედოვნებს, რომ ღაზის სექტორში ომის დასრულების შემდეგ რეგიონს ადგილობრივი მოსახლეობა უხელმძღვანელებს, რომელიც არ იქნება “ჰამასთან” დაკავშირებული, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ვიმედოვნებთ, რომ ანკლავს ადგილობრივები, რომლებიც “ჰამასთან” არ არის კავშირში, რეგიონის ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად უხელმძღვანელებენ. გვეკითხებიან, რას გავაკეთებთ ხვალ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავანადგუროთ “ჰამასი”. დაუშვებელია, ადგილობრივებს სექტორის მართვის უფლება მივცეთ იმ დროს, როდესაც იქ “ჰამასი” რჩება”, – განმარტა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის არმიის წინაშე ისეთი გამოწვევები დგას, რომლებიც „აქამდე არცერთი თანამედროვე არმიის წინაშე არ მდგარა”.