მამუკა მდინარაძე: ყველაზე საშიში შედეგი მაშინ შეიძლება, მივიღოთ, თუ ხელისუფლება მართლა მყარად არ დადგა თავის ადგილას, როდესაც ვიღაცები მოინდომებენ სლოგანებით მართონ მასის ემოცია
“ყველაზე საშიში შედეგი მაშინ შეიძლება, მივიღოთ, თუ ხელისუფლება მართლა მყარად არ დადგა თავის ადგილას, როდესაც ვიღაცები მოინდომებენ ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან სლოგანებით მართონ მასის ემოცია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი და ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს.
“ოპოზიციის თქმით, შარშან მივდიოდით მოსკოვისკენ და ასე მოსკოვისკენ სიარულით აღმოვჩნდით ევროპაში, კანდიდატის სტატუსით. ყველაზე საშიში შედეგი მაშინ შეიძლება მივიღოთ, თუ ხელისუფლება მართლა მყარად არ დადგა თავის ადგილას, როდესაც ვიღაცები მოინდომებენ ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან სლოგანებით მართონ მასის ემოცია. სლოგანებით გადაწყვეტილების მიღება არის დამღუპველი, ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს. არ ამართლებს ადამიანს ის რომ ახალგაზრდაა, რაღაც არ წაუკითხავს, ხანში შესულია, არ შეუძლია წაიკითხოს რაღაც – არავის ამართლებს სლოგანის დონეზე რაღაცების დაჯერება ან არ დაჯერება“, – განაცხადა მდინარაძემ.