“კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ არსებობენ მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს არის მთელი საქართველო.
„რა თქმა უნდა, კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება. შეთავაზება არის, მათ შორის, რომ თუ აქვთ საგნობრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირებით, დაგვიბრუნდნენ საგნობრივი შენიშვნით. ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს. ეს პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული. ის, რომ არსებობს მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს არის მთელი საქართველო,“ – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. უმრავლესობის განცხადებით, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით ხვალ განიხილავენ.