“არ შეიძლება, “გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს “რაიმე რუსული ეცხოს” – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ არ შეიძლება, “გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს “რაიმე რუსული ეცხოს”, რადგან ეს არის ქართული კანონი.

მისივე თქმით, პარლამენტთან მიმდინარე მოვლენები დიდწილად ხელოვნურად არის შექმნილი.

“რეალურად, ის სიტუაცია, რომელიც არის შექმნილი დიდწილად არის ხელოვნური. როგორ შეიძლება ამ კანონპროექტს რაღაც რუსული ეცხოს, ან შინაარსით, ან პათოსით, ან მომავალზე ორიენტირებით. ეს არის ქართული კანონპროექტი და გაცილებით ჩამორჩება თავისი სიხისტით სხვა ქვეყნის კანონებს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები