პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ ვმუშაობთ ამ მთავრობასთან და ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან, რათა ქვეყანა წინ წავწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ
“მე, როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მზად ვარ, ვიმუშაო საქართველოს მთავრობასთან, მთავრობა ჩვენი მთავარი თანამოსაუბრეა, ჩვენ ვმუშაობდით საქართველოს ყველა წინა მთავრობასთან, ვმუშაობთ ამ მთავრობასთან და ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან, რათა საქართველო წინ წავწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, ევროინტეგრაცია არის საქართველოსა და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილი.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რომ დავეხმაროთ საქართველოს, გადადგას შემდეგი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე. ვიცი, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოსა და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილი”,- აღნიშნა ელჩმა.