შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ის ტრადიციული ღირებულებები, რომელიც საქართველოშია

„მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ის ტრადიციული ღირებულებები, რომელიც საქართველოშია”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლგბტ პროპაგანდის შესაზღუდად საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა მნიშვნელოვანია.

“ლგბტ პროპაგანდის შესაზღუდად მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს საკანონმდებლო ჩარჩო. ის ძირითადი პრინციპები, რომელიც ამ კონსტიტუციურ კანონში არის გაწერილი სრულ თანხვედრაშია, როგორც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებთან, ასევე იმ კონსტიტუციურ პრინციპებთან, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება, სადაც ერთი მხრივ უფლებების დაცვა არის მნიშვნელოვანი და ამ მხრივ ჩვენ საუკეთესო სტანდარტები გვაქვს და მეორე მხრივ, პროპაგანდა, რეკლამირება ასეთი საკითხების მოქცეული უნდა იყოს სამართლებრივ ჩარჩოში“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები