ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული შვეიცარია გახდა

ევროვიზიის სიმღერის კონკურსში შვეიცარიის წარმომადგენელმა Nemo-მ გაიმარჯვა, სიმღერით The Code. მან ჯამში, 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, ევროვიზიის მომავალი მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია იქნება.

საქართველოს ჟიურისგან ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა შვეიცარიას ერგო.

ევროვიზია 2024-ის ფინალში 25 ქვეყანა წარდგა: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.

საქართველომ ჟიურის ქულები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 7 ქულა – აზერბაიჯანისგან, 2 ქულა – მალტისგან, 2 ქულა – ისრაელისგან, 1 ქულა – ნორვეგიისგან, 3 ქულა – სომხეთისგან, მაყურებლისგან კი – 19. საერთო ჯამში, 34 ქულით საქართველო 21-ე ადგილზე გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები