ქაშვეთის პროტო დიაკვანი ახალგაზრდებზე, რომლებიც ტაძარში შეიჭრნენ: დაგვემუქრნენ, რომ ჩვენთვისაც, ეკლესიისთვისაც მოიცლიან და ორ-სამ დღეში გვაჩვენებენ სეირს

დაგვემუქრნენ, რომ ჩვენთვისაც, ეკლესიისთვისაც მოიცლიან და ორ-სამ დღეში გვაჩვენებენ სეირს, – აღნიშნა ქაშვეთის ტაძრის პროტო დიაკვანმა მამა დიმიტრი ლომინაძემ „დღის ქრონიკაში“ ტაძარში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას.

როგორც სასულიერო პირმა განმარტა, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილებაც ღამის საათებში, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

„მე არ ვიცი რადიკალური ჯგუფი იყო [პირები, ვინც ეკლესიაში შეიჭრნენ] თუ არა, მაგრამ დაგვემუქრნენ, რომ ჩვენთვისაც, ეკლესიისთვისაც მოიცლიან და ორ-სამ დღეში გვაჩვენებენ სეირს. 2012 წლიდან ყოველდღე აქ ვარ და ტაძარს ვაღებ ყოველდღე. თუ რაიმე აქციაა, პრობლემატური მდგომარეობაა, რომ რაიმე არ მოხდეს. ამ მუქარის შემდეგ, გადაწყდა, რომ ტაძარი აღარ გაიღოს, უბრალოდ ეზო იყოს ღია. გადავწყვიტეთ, რომ დაიკეტოს კარი, როცა იკეტება ხოლმე. ჩვეულებრივ 20:00 საათზე იკეტება ტაძრის კარი. შიგნით ხატებია, დაცული რომ იყოს შენობა, ამიტომ ვკეტავთ“, – აღნიშნა სასულიერო პირმა.

ცნობისთვის, ქაშვეთის ტაძრის მღვდლების მიმართ მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები