„თუ სააკაშვილს გაამტყუნებენ და ეს ქვეყანას დააზარალებს, პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტი უნდა შეიწყალოს“

თუკი მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს ქვეყნისთვის პოლიტიკურად დამაზარალებელი იქნება, პრეზიდენტმა ის უნდა შეიწყალოს – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
“მე მაქვს ჩემი მოსაზრება: თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს გაამტყუნებს და მისი დაპატიმრება, როგორც ყოფილი პრეზიდენტისა, ქვეყნისთვის პოლიტიკურად დამაზარალებელი იქნება, არსებობს შეწყალების მექანიზმი. ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ეს მექანიზმი უნდა ამოქმედდეს და პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპერზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. თუ კაცს დანაშაული აქვს ჩადენილი და მისი გამოძიება არ მოხდება, კიდევ უფრო აზარალებს ქვეყანას”, – განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები