არჩილ კბილაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ საქმეზე გამოძიება ჩემი პროკურორობის დროს დაიწყო

ერთ-ერთ საქმეზე გამოძიება, რომელთან დაკავშირებითაც მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი, არჩილ კბილაშვილის პროკურორობის დროს დაიწყო, – ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქმე ეხება უშიშროების საბჭოს მიერ წარგზავნილი მასალების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას.
“ჩემ დროს იყო ძიება დაწყებული ფაქტზე, რომელიც უშიშროების საბჭოს მიერ გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო და, რომელიც ხარჯების შესწავლას შეეხებოდა. გიდასტურებთ, რომ ეს ნამდვილად ჩემი პროკურორიბის დროს მოხდა”,- განაცხადა კბილაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წარდგენილი ბრალდებების კომენტირებისგან კბილაშვილმა თავი შეიკავა.
“ამ საკითხს აქვს ორი შემადგენელი – ერთი სამართლებრივი, მეორე პოლიტიკური. მე არ ვფლობ დოკუმენტებს, რომ ამ საკითხს სამართლებრივი შეფასება მივცე, რაც შეეხება პოლიტიკურს – მე არ ვარ პოლიტიკოსი და ამის მიზანშეწყონილობაზეც ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები