საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ოფშორების კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს თავად პრეზიდენტიც, რომელიც აღნიშნავს, რომ ვეტოს დაადებს ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.
„ვეტო დავადე ე.წ. ოფშორების კანონს და ვეტოს დავადებ ყველა იმ კანონპროექტს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
საქართველოს იდენტობა ევროპულია და ურყევია ნებისმიერი მცდელობების მიუხედავად“, – წერს პრეზიდენტი X-ზე.
Vetoed the 'offshore' law and will keep vetoing any bill that contradicts Georgia's European and Euro-Atlantic aspirations.
Georgia's identity is European, unshakeable despite any attempts to distort it 🇬🇪🇪🇺
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) May 3, 2024