ნინო წილოსანი იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც მას 30 თეთრს ურიცხავენ – “თქვენი ჩარიცხული თანხა ეკლესიის შესაწირ ყუთში იქნება”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს პასუხობს, რომლებიც მას პირად ანგარიშზე 30 თეთრს ურიცხავენ.
“ამ მძიმე დღეს თქვენთვის ვილოცებ, უფალს ვთხოვ, მოგიტევოთ თქვენში გაჯერებული ზიზღი და გიხსნათ ბოროტი ძალებისგან..
თქვენი ჩარიცხული თანხა კი ეკლესიის შესაწირ ყუთში იქნება”, – წერს სოციალურ ქსელში ნინო წილოსანი.