პარლამენტთან სერგო ჩიხლაძე და ბეჟან წაქაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

აქციებსა და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, პარლამენტის უკანა შესასვლელთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ და “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ იკამათეს.

სერგო ჩიხლაძემ ბეჟან წაქაძეს მიმართა, თუ რატომ უჭერს ის მხარს კანონს. მისივე თქმით, იმ 83 დეპუტატთან, ვინც რუსულ კანონს აწერს ხელს, არა მარტო მას, არამედ ქართველ ხალხს აქვს პრეტენზია.

“ბატონ ბეჟანთან და ყველა იმ 83 დეპუტატთან, ვინც რუსულ კანონს აწერს პრეტენზია გვაქვს ჩვენ, არა მარტო მე ერთ ადამიანს, არამედ ქართველ ხალხს აქვს პრეტენზია, რომ ნუ გვაკარგვინებთ ჩვენს მომავალს და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას,” – აცხადებს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე.

ბეჟან წაქაძემ ჩიხლაძე პროვოკაციაში დაადანაშაულა.

“მივდივარ ტაძარში, უნდა ვილოცო, დილით ვიყავი, ამოვედი რაღაც საქმე მქონდა და ახლა უნდა შევუერთდე კვლავ. იმას რა უნდოდა, თორემ მე აქ ვცხოვრობ და აქ ვიყავი,” – აცხადებს ბეჟან წაქაძე.

პარლამენტის უკანა შესასვლელთან სიტუაცია მალევე განიმუხტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები