მოჭიდავეების პრობლემებს ჭიდაობის ფედერაცია ერთი თვის განმავლობაში შეისწავლის

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მოჭიდავეები ისევ არიან შეკრებილები. ისინი ლუკა კურტანიძის გადადგომას ითხოვენ. სპორტის სამინისტროში პრეზიდიუმის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. როგორც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრმა რომან რურუამ აღნიშნა, დღის წესრიგიდან პრეზიდენტის მოხსნის საკითხი მოიხსნა, თუმცა პრეზიდიუმი ამ საკითხზე ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს.
„ჭიდაობის ფედერაციას დაევალა, ერთი თვის განმავლობაში შეისწავლოს ყველა ის საკითხი, რაც მოჭიდავეებს აწუხებთ და პრეზიდიუმს წარმოუდგინოს საქმის გადასაწყვეტად. გადაყენების საკითხი ჯერჯერობით მოხსნილია“, – განაცხადა რომან რურუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები