ბრალდების მხარე ჟვანიას საქმეზე “ჰაკიმ ფაშას” სახელით გავრცელებული კადრების მტკიცებულებად დაშვებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული ექსპერტის, ლევან ჩაჩუას პროცესი მიმდინარეობს. ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ბრალდების მხარე “ჰაკიმ ფაშას” სახელით გავრცელებული ვიდეომასალის მტკიცებულებად დაშვებას ითხოვს, თუმცა დაცვის მხარე აღნიშნულის წინააღმდეგია. მოსამართლეს ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, დღევანდელ პროცესზე ლევან ჩაჩუას ადვოკატები დააყენებენ შუამდგომლობას მათი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ.
ადვოკატ ზურაბ ტაბიძის ინფორმაციით, იგი მოითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებას. ლევან ჩაჩუას დაცვის მხარემ უარი თქვა, ეს საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ. სოციალურ ქსელში ვიდეო, სახელწოდებით “სააკაშვილი მკვლელი” მიმდინარე წლის 19 მარტს “იუთუბიზე” ჰაკიმ ფაშას სახელით გავრცელდა. მასალაში ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები, სადაც ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები